უკრაინა-რუსეთი

ზახაროვა პოროშენკოზე: დონბასში მშვიდობა უკვე დაამყარა და ახლა ქერჩის დრო დადგა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა წარმომადგენლის, მარია ზახაროვა ქერჩის სრუტეში, ისევე როგორც დონბასში განვითარებულ მოვლენებში პეტრო პოროშენკოს ადანაშაულებს.

ოფიციალური განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. 

"უკრაინის ნაწილებად გახლეჩვის შემდეგ პოროშენკო და მთელი მაიდნის კამპანია, ისევე როგორ ამას ახლა სააკაშვილი აკეთებს, მოგვიანებით მსოფლიოში იმოგზაურებს და დემოკრატიის სიკეთეებზე ისაუბრებს. დონბასში მშვიდობა უკვე დაამყარეს და ახლა ქერჩის დრო მოვიდა", - აცხადებს ზახაროვა

ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით, დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. 

უკრაინის პარლამენტი დღეს, კიევის დროით 16:00 საათზე ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის წინადადებას განიხილავს.

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომისას დაუჭირა. სხდომა გვიან ღამით გაიმართა, პოროშენკომ თავისი გადაწყვეტილების შესახებ 26 ნოემბერს, გამთენიისას განაცხადა.

აღმოსავლეთ უკრაინაში უკვე 4 წელია, საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ ე.წ მთავრობებს ზურგს რუსეთი უმაგრებს. 

ომი აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილში დაიწყო, რასაც წინ ევრომაიდნის მოძრაობა და ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომა უძღოდა. ევრომაიდნის საპროტესტო აქციები კი, თავის მხრივ, იანუკოვიჩის მიერ გაცხადებულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია, არ მოეწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისთვის. 

საპასუხოდ, რუსმა აქტივისტებმა დაიკავეს ადმინისტრაციული შენობები და აეროპორტები ყირიმის ნახევარკუნძულზე, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას რუსები შეადგენენ. მარტში ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ანექსია მოახდინა. შეიარაღებულმა დაპირისპირებამ თავი იჩინა უკრაინის აღმოსავლეთშიც, სადაც რუსეთის მომხრე შეიარაღებულმა აქტივისტებმა აპრილში ადმინისტრაციული შენობების დაკავება დაიწყეს. საპასუხოდ, უკრაინის ხელისუფლებამ წამოიწყო კონტრტერორისტული ოპერაცია, რაც მალე სრულმასშტაბიან კონფლიქტად გადაიქცა.

კომენტარები