ესპანეთი

ესპანეთში ფესტივალზე ხარი ცოცხლად დაწვეს [ფოტოები]

0 კომენტარი

ესპანეთის ქალაქ მედინაჩელიში ნოემბრის მეორე კვირის ბოლოს ფესტივალი "ტორო დე ფუეგო" იმართება, რაც სიტყვა-სიტყვით "ცეცხლოვან ხარს" ნიშნავს.

ფესტივალის დროს ხარს რქებზე ჩირაღდნებს აცვამენ და კუპრს ასხამენ. ხარს არენაზე უშვებენ, სადაც ამ სანახაობის საყურებლად ათასობით ადამიანი იკრიბება.

ამ პრაქტიკას ცხოველების უფლებათა დამცველი ორგანიზაციები წლებია ეწინააღმდეგებიან. წლევანდელ ფესტივალზე შეღწევა მოახერხეს ცხოველთა უფლებების დამცველი ჯგუფის, Anima Naturalis-ის წევრებმა და იქ გადაღებული ფოტოები გაავრცელეს.

ჯგუფის მტკიცებით ესპანეთში ყოველ წელს მსგავს ფესტივალებზე 3,000-ზე მეტ ხარს წვავენ ცოცხლად.

ამჟამად პეტიციას, ესპანეთში დღესასწაულებზე მსგავსი პრაქტიკის დასრულების შესახები ათასობით ხელმომწერი ჰყავს. 90,000-მდე ადამიანმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომელშიც რომის პაპ ფრანცისკეს რელიგიურ დღესასწაულებზე მსგავსი პრაქტიკის დაგმობას სთხოვენ.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მომღერლები, რომლებიც სხვადასხვა ხელისუფლების დროს გადაღებულ კლიპებში მონაწილეობდნენ

კომენტარები