საქართველოს საკალათბურთო ნაკრები

ილიას ზუროსმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ილიას ზუროსის გუნდი 30 ნოემბერს ესტონეთს ესტუმრება, ხოლო 3 დეკემბერს თბილისის სპორტის სასახლეში ისრაელის ნაკრებს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა. ასევე, იმ მოთამაშეების გვარები დაასახელა, რომლებსაც ამ ორ პაექრობაში დაეყრდნობა. როგორც მოსალოდნელი იყო, უახლოეს მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ევროლიგაში მოასპარეზე თორნიკე შენგელია და მეტ ჯენინგსი. ასევე, სეტონ ჰოლის კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

გიორგი ცინცაძე (ალ შამალი, ყატარი), თედ მაკფადენი (გრან კანარია, ესპანეთი), ლუკა ბულაშვილი (კულერედო, ესპანეთი), რატი ანდრონიკაშვილი (ბურგოსი, ესპანეთი), დუდა სანაძე (თავისუფალი აგენტი), მიხეილ ჭოჭუა (დინამო), მერაბ ბოქოლიშვილი (დინამო), რევაზ როგავა (ოლიმპი), ლევან ფაცაცია (ქუთაისი), სანდრო სანაძე (თსუ-ჰიუნდაი), მიხეილ ბერიშვილი (ალ შამალი, ყატარი), ნიკა დარბაიძე (ოლიმპი), ბექა ბურჯანაძე (გიპუზკოა, ესპანეთი), ილია ლონდარიძე (თავისუფალი აგენტი), გიორგი შერმადინი (უნიკახა, ესპანეთი), გოგა ბითაძე (მეგა ბიმაქსი, სერბეთი), აკაკი დვალიშვილი (ქუთაისი), ბექა ბექაური (მარნეული), გიორგი ტურძილაძე (კაკტუსი), გეგი ბაქრაძე (მარნეული).

კომენტარები