მსოფლიო

სეირნობა ორ ზღვას შორის - უნიკალური კუნძული დანიაში

THECULTURETRIP.com

მსოფლიოში ძალიან ცოტა ადგილია, სადაც ორ ზღვას შორის შეგიძლიათ დადგეთ. დანიის ქვიშიანი კუნძული გრენენი, რომელიც ქალაქ სკაგენში მდებარეობს, სწორედ ასეთი ადგილია. სკაგერაკის და კატეგატის ზღვებმა მათ შორის სანაპირო შექმნეს, რომელიც უამრავ ბუნებისმოყვარულ ვიზიტორს იზიდავს.

ზღვებს შუა შეჭრილი სანაპიროს სიგრძე ოთხი კილომეტრია. სანამ სანაპიროზე შუქურას დადგამდნენ, 1747 წლამდე ეს ადგილი მეზღვაურებისთვის სახიფათო იყო, რადგან ხშირად სანაპიროს შემჩნევა უჭირდათ.

სანაპიროდან შვედეთის ქალაქ გოტენბურგის დანახვაცაა შესაძლებელი. თუმცა სამწუხაროდ, ამ მონაკვეთზე ცურვა წყლის ძლიერი ნაკადების გამო აკრძალულია.

გრენენი ცნობილია თავისი მდიდარი ფლორითა და ფაუნით. ამასთანავე, ოკეანის უნიკალური ცხოველებით, რომლებიც ტურბულენტური ზღვების წყლებში დაცურავენ.

საინტერესოა, რომ გასული საუკუნის განმავლობაში სანაპირო შვედეთის მიმართულებით ერთი კილომეტრით გაგრძელდა, ამიტომ მეცნიერების თქმით, რთულია იმის გამოცნობა, თუ როგორ სახეს მიიღებს ის მომავალში.

სკაგენი ყოველთვის პოპულარული ქალაქი იყო დანიაში. გვიანი მე-19 საუკუნიდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ქალაქი ცნობილი ადგილი იყო ხელოვანებისთვის, განსაკუთრებით მხატვრებისთვის, რომლებსაც უნიკალური ლანდშაფტები აცვიფრებდათ. სკაგენის მუზეუმში მხატვრების დაახლოებით 1,000-მდე ნახატია გამოფენილი.

თუმცა სკაგენი ტურისტებს არა მხოლოდ გრენენის კუნძულით იზიდავს, მაისში  ქალაქში ჩიტების ფესტივალი იმართება. ამ დროს მილიონობით ადამიანი ჩიტების გადაფრენას უყურებს. ფესტივალზე ძალიან იშვიათი სახეობის ჩიტები შეგიძლიათ იხილოთ.

კომენტარები