აშშ-მექსიკა

მექსიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას ივანკა ტრამპი დაესწრება

0 კომენტარი

მექსიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის ინაუგურაციის ცერემონიას აშშ-სახელმწიფო მდივნანთან ერთად დონალდ ტრამპის ქალიშვილი, ივანკა ტრამპიც დაესწრება. 

ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა. 

"ივანკა და მაიკი [პენსი] მიდიან ინაუგურაციაზე. ჩვენ მექსიკის ახალ ადმინისტრაციასთან ყველაფერი კარგად გვაქვს",- თქვა ტრამპმა. 

ლოპეს ობრადორმა მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში 1 ივლისს გაიმარჯვა. ის მოვალეობის შესრულებას 1 დეკემბერს შეუდგება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები