ევროკავშირი

ევროკავშირის აეროპორტებში მგზავრები სიცრუის დეტექტორს გაივლიან

www.cnn.com

ხელოვნური ინტელექტის მქონე სიცრუის დეტექტორები მალე ევროპის სასაზღვრო პუნქტებში გამოიცდება. ეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია დანაშაულთან და ტერორიზმთან საბრძოლველად.

მგზავრებს მოეთხოვებათ, რომ ატვირთონ პასპორტის ფოტო, ვიზა, ფინანსური უზრუნველყოფის საბუთი და ამის შემდეგ, კამერაში მგზავრობასთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხებენ, მაგალითად, "რა არის შენს ჩემოდანში?".

4,5 მილიონიან პროექტს iBorderCtrl ჰქვია და თავდაპირველად უნგრეთში, ლატვიასა და საბერძნეთში გამოიცდება 6 თვით. პროექტის მიზანია ევროკავშირის საზღვრებთან შეყოვნების დროის შემცირება.

გაერთიანებული სამეფო, პოლონეთი, გერმანია და კვიპროსი ასევე გეგმავენ ამ პროექტში მონაწილეობას. პროექტის ორგანიზატორების თქმით, ამ ტექნოლოგიას აქვს უნიკალური შესაძლებლობა ამოიცნოს თაღლითობა, გააანალიზოს ადამიანის ემოციები და გაიგოს, იტყუება თუ არა მგზავრი. მიუხედავად სიცრუის დეტექტორის არსებობისა, მგზავრები, რომლებიც მაღალი რისკის შემცველად ითვლებიან, უფრო დეტალურ შემოწმებასაც გაივლიან.

სიცრუის დეტექტორი 32 ადამიანზე გამოსცადეს და სიზუსტე დაახლოებით 76%-ია, თუმცა iBorderCtrl-ის ჯგუფი დარწმუნებულია, რომ მაჩვენებელს 85%-მდე გაზრდიან.

ჯორჯ ბულტადაკისმა, პროექტის კოორდინატორმა ლუქსემბურგში, ევროკომისიას უთხრა: "ჩვენ ვიყენებთ, როგორც არსებულ და დამოწმებულ ტექნოლოგიებს, ასევე ახალს, რათა გავაძლიეროთ სასაზღვრო შემოწმებები, გავზარდოთ სიზუსტე და ეფექტიანობა."

სასაზღვრო კონტროლის ახალი სისტემა 2019 წლიდან ამოქმედდება.

კომენტარები