რუსთავში, მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა ქართველი ერის მშვიდობის და კეთილდღეობისთვის პარაკლისი აღავლინა. ინფორმაცია ქვემო ქართლის ტელეკომპანიამ, tv4-მა გაავრცელა.
რიტუალს ესწრებოდა რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე და საკრებულოს თავჯდომარე ლევან ონიანი.
პარაკლისში მონაწილეობა ასევე მიიღეს თვითმმართველობის და საზოგადოება "რუსთაველების" წარმომადგენლებმა.