არჩევნები 2018

ვაშაძე: დარღვევების მხრივ, პირველ ტურთან შედარებით, გაცილებით მძიმე მდგომარეობაა

ძალა ერთობაშიას საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში, არჩევნების მიმდინარეობისას დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. გიორგი ვაშაძის თქმით, დარღვევების მხრივ პირველ ტურთან შედარებით გაცილებით მძიმე მდგომარეობაა.

"ძალიან მძიმე მდგომარეობაა საარჩევნო უბნებზე, განსხვავებით პირველი ტურისგან, გაცილებით მძიმე მდგომარეობა გვაქვს. გურჯაანის მე-8 საარჩევნო უბანზე, უკვე წინასწარ ხელმოწერილი არის ოქმი, ერთადერთი მხოლოდ ჩვენი კომისიის წევრის ხელისმოწერა აკლია, გაუგონარი დარღვევაა. 8 საათზე უკვე ოქმი შეავსეს უბანზე და ფიქრობენ, რომ წინასწარ ჩაწერენ ამ ყველაფერში ყველა მონაცემს. ეს არის კანონდარღვევა და წარმოუდგენელია რაც ხდება. რაც შეეხება სხვა დარღვევებს, ძალიან საგანგაშო მდგომარეობა არის გურჯაანის რაიონში, სადაც ფიზიკურად ძალადობენ პოლიციის და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები. გურჯაანის სოფელ ჯანდარში გამოაძევეს ჩვენი წარმომადგენელი ანა რუსაძე. 21-ე, 26-ე, 27-ე უბნებზე დაფიქსირებული გვაქვს სისტემურად, რომ ადამიანებს აიძულებენ კაბინიდან გამოსვლის შემდეგ გახსნან ბიულეტენი და აჩვენონ, რომ მათ შემოხაზეს შესაბამისი კანდიდატი, ეს არის გაუგონარი კანონდარღვევა. სადაც ჩვენი წარმომადგენლები ამ კანონდარღვევებს აფიქსირებენ და უნდათ რომ ვიდეო გადაიღონ აძევებენ უბნებიდან. მოვუწოდებთ ქართული ოცნების შტაბს, დაანებეთ თავი ამ კანონდარღვევებს, ამ ყველაფერს ავსახავთ." - ამბობს ვაშაძე.

ვაშაძის ინფორმაციით, დიდუბეში ერთერთ უბანზე საერთაშორისო დამკვირვებლის გაძევება სცადეს, რადგან მან საარჩევნო უბანზე აგიტაცია დააფიქსირა.

"მარნეულის 59-ე უბანზე იმყოფება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა ნავერიანი, რომელიც აიძულებს ამომრჩეველს ღიად აჩვენოს თავისი არჩევანი. დიდუბეში 29-ე უბანზე საერთაშორისო დამკვირვებელს კომისიის თავმჯდომარე აძევებს, რადგან მან აგიტაცია დააფიქსირა საარჩევნო უბანზე. ნაძალადევში ქართული ოცნების კოორდინატორები დგანან სამაგიდო სიებით ხელში, ფოტოსურათიანი სიებით, რაც კანონდარღვევაა. ფოტოსურატიანი სიების გასაჯაროების უფლება მათ არ აქვთ, რასაც მათ გადასცემს ცესკო. მოვუწოდებთ თამარ ჟვანიას, საარჩევნო უბნებზე მაგიდები დგას ისე რომ დამკვირვებლის მხრიდან კონტროლი, შესაბამისად მოვუწოდებთ ცესკოს მისცენ შესაბამისი განკარგულება უბნებს რომ ნუ ზღუდავენ დამკვირვებლების მოქმდებას საარჩევნო უბანზე, კედელთან აქვთ მიდგმული მაგიდები, რომ ვერ მოახდინოს დამკვირვება შესაბამისმა პირდმა. " - ამბობს ვაშაძე.

დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამომრჩეველი არჩევანს, ძალა ერთობაშიას კანდიდატს გრიგოლ ვაშაძესა და ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის აკეთებს. 

კომენტარები