არჩევნები 2018

ქვემო ქართლში სპეც-ტექნიკაა მობილიზებული

0 კომენტარი
ფოტო: TV პირველი

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ქვემო ქართლში სპეც-ტექნიკაა მობილიზებული.

TV პირველის ინფორმაციით მარნეულში, ნომერ პირველ საარჩევნო უბანთან მდებარე პოლიციის შენობასთან სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული, ხოლო პოლიციის მანქანებში სპეციალური აღჭურვილობაა განთავსებული, მათ შორის სპეცრაზმის ჩაფხუტები.

მათივე ინფორმაციით სამართალდამცველები ამბობენ, რომ ტექნიკა უსაფრთხოების მიზნით არის მობილიზებული.

გარდა ამისა, რუსთავი 2 ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსთავის ერთ-ერთ გარეუბანში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შენობასთან ავტობუსები იყო მობილიზებული, რომელშიც ფარები, ჩაფხუტები, საძილე ტომრები და კარვებია მოთავსებული.

მათი ინფორმაციით ავტობუსებმა ეს ტერიტორია უკვე დატოვეს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები