არჩევნები 2018

ნადირაშვილი: კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები უბნებზე ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენენ

0 კომენტარი

არჩევნების მიმდინარეობისას დაფიქსირებულ დარღვევებზე, ევროპულ საქართველოში ბრიფინგი გაიმართა. ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, ქართული ოცნების წარმომადგენლები ამომრჩევლებზე ახდენენ ზეწოლას, რომ კაბინიდან გახსნილი ბიულეტებით გამოვიდნენ რათა კომისიის წევრებმა დაინახონ, თუ რომელი კანდიდატი შემოხაზეს მათ. 

"ჩვენ წარმოდგენილი ვართ ყველა საარჩევნო უბანში და ჩვენი წარმომადგენლები გვაწვდიან ინფორმაციას დარღვევების შესახებ, შესაბამისად ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით მინდა გამოვკვეთო მთავარი პრობლემები , რაც ამ დროისთვის არის. პირველი, ეს არის არჩევნების ერთერთი მთავარი პრინციპის, ფარულობის დაღვევა, არაერთი უბნიდან ჩვენი კომისიის წევრებმა დაგვირეკს და გვითხრეს, რომ ქართული ოცნების მხრიდან ადგილი აქვს ამომრჩევლებზე ზეწოლას, რომ გახსნილი ბიულეტებით გამოვიდნენ კაბინებიდან, რომ მათი არჩევანის შესახებ ინფორმირებული იყოს კომისიის წევრი ქართული ოცნებიდან. მე მოვუწოდებ ცესკოს და ხელისუფლებას რომ ეს არის კანონდაღღვევა და დასჯადია, მინდა ვუთხრა მოქალაქეებს, რომ არავის აქვს უფლება კითხონ ინფორმაცია მათ არჩევანზე." - ამბობს ნადირაშვილი.

ევროპული საქართველოს ინფრომაციითვე, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველზე ზეწოლის მოხდენას აქტიურად ცდილობენ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები. 

"მეორე პრობლემა ეს არის კრიმინალური სამყაროს მაღალი ჩართულობა, ზუგდიდიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები ძმები გულორდავები „ფაიფურის“ უბანში გადაადგილდებიან და ახდენენ ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლას. მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო კრიმინალურ სამყაროსთან შეკრულ ხელისუფლებას, ასეთი ფორმით ადამიანების ნების შეზღუდვა ასევე დანაშაულია. იგივე ხდება წყნეთის საარჩევნო უბნებზე სადაც მანქანებით არიან მობილიზებული შავი სამყაროს წარმოამდგენლები და ცდილობენ ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის მოხდენას. კიდევ ერთი ინფორმაცია, გარდაბანში ევროპული საქართველოს კომისიის წევრზე კაბიევა ზულეიხან მოხდა ზეწოლა. ის ბაღის მასწავლებელი და ემუქრებიან, რომ აქტიურობის შემთხვევაში დაატოვებინებენ სამსახურს."- ამბობს ნადირაშვილი.

დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამომრჩეველი არჩევანს, ძალა ერთობაშიას კანდიდატს გრიგოლ ვაშაძესა და ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის აკეთებს. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები