არჩევნები 2018

12:00 საათის აქტივობა - I ტურთან შედარებით, არჩევნებზე 129 796-ით მეტი მოქალაქე მივიდა

ტაბულა

ცესკოს ინფორმაციით, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურზე, 12:00-სთვის, ამომრჩეველთა აქტივობა 19.6%-ია. ეს 688 551 ამომრჩეველია.

პირველ ტურში, ამავე დროს, ამომრჩეველთა აქტივობა 15.95%-იყო - 558 755 ამომრჩეველი. შესაბამისად, წინა ტურთან შედარებით, 12:00-ზე საკუთარი არჩევანი 129 796-ით მეტმა მოქალაქემ გააკეთა.

ყველაზე მაღალი აქტივობა ამბროლაურის ოლქშია - 25%; ყველაზე დაბალი აქტივობა წალკაში - 12.2%;

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იმავე დროისთვის, 12:00 საათისთვის აქტივობა 17.15% იყო - 606,710 ადამიანი. 

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იმავე დროისთვის - 16.5% - 567,699 ადამიანი. 

საქართველო დღეს პრეზიდენტს გამონაკლისის სახით, 6 წლის ვადით ირჩევს. ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელიც პირდაპირი ხმის მიცემის წესით ტარდება. 2024 წლიდან პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ადამიანისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. 

კომენტარები