არჩევნები 2018

ვაშაძე: საარჩევნო უბნებზე ყალბი პირადობებით ხმის მიცემის ფაქტები დავაფიქსირეთ

ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშიას ერთერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, მათმა წარმომადგენლებმა საარჩევნო უბნებზე ყალბი პირადობებით ხმის მიცემის ფაქტები დააფიქსირეს. ვაშაძის ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე მისულ პირებს ცესკოს საარჩევნო სიაში სხვა ფოტო აქვთ პირადობის მოწმობაზე კი სხვა. 

"ძალიან მძიმე მდგომარეობაა მთელი საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო თვალსაზრისით. ქართულ ოცნებას მინდა მივმართო, რა დღეში ხართ, რა არის ეს, არჩევნებს ვატარებთ თუ რა ხდება საერთოდ ქვეყანაში. არანაირ კანონს არ იცავენ და სრული ბუკეტი გვაქვს იმ კატასტორფების რასაც ვამბობდით. ვაკის მე-2 და მე-24 უბნებზე დავაფიქსირეთ ყალბი პირადობის მოწმობები. დავით შენგელიას და ზურა ჩაკვეტაძის სახელით, მათი სურთები სხვა არის საარჩევნო სიაში და პირადობის ფოტო სხვა. იგივე ხდება ქუთაისში, სადაც პლანშეტებში, რომელიც ცესკომ დაარიგა ამომრჩევლის ფოტოებს არ აჩვენებს, რათა ვერ მოხდეს იდენტიფიცირება." - ამბობს ვაშაძე.

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში ასევე გაარცელეს ვიდეო, სადაც ჩანს, რომ საარჩევნო ბიულეტენები უბანს გარეთ აქვთ გამოტანილი და იქვე ხაზავენ და დებენ კონვერტში და შემდეგ შეაქვთ უბანზე. ვაშაძის ინფორმაციითვე, რამდენიმე შემთხვევა დააფიქსირეს, როცა კონკრეტული ადამიანები არიან როგორც გადასატან ყუთის ასევე საარჩევნო უბნის სიაში და ორჯერ აძლევენ ხმას. 

"მარნეულის 21-ე უბანზე, ბიულეტები არის გამოტანილი გარეთ და ყველას თვალწინ ძალით ახაზინებენ მათთვის სასურველს კანდიდატს, იქვე დებენ კონვერტში და ასე შედიან ამომრჩევლები უბანზე. სრული კატასტროფაა რაც ხდება. ყვარლის მე-8 უბანზე წინასწარ ბეჭედდარტყმული და ხელმოწერილი ბიულეტენები აქვთ და ამზადებენ გასაყალბებლად. კომისიის წევრი წინასწარ აწერინებს ხელს და ამზადებს ბიულეტენებს. ბეჭედია წინასწარ დარტყმული ყველა ბიულეტენზე. გადასატანი ყუთებითაც ცდილობენ არჩევნების გაყალბებას. ცესკოს თავმჯდომარის მაოდგილე გიორგი შარაბიძე აძლევს კრწანისის 34-ე უბანზე მითითებას, რომ საარჩევნო უბნის საბჭოს გარეთ მყოფი ადამიანი, რომელიც ჰყავთ გადასატანი ყუთის სიაში, მაინც მიაცემინონ ხმა. არაერთი ფაქტია დაფიქსირებული მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომ ადამიანი არის გადასატანი ყუთის სიაში და მიდის არჩევნებზე თვითონ. საღსალამათი ადამიანები შეიყვანეს გადასატანი ყუთის სიაში და ის ვისაც რეალურად სჭირდება ამოიღეს ამ სიიდან, და ეს ადამიანები ორჯერ აძლევენ ხმას." - ამბობს ვაშაძე.

დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამომრჩეველი არჩევანს, ძალა ერთობაშიას კანდიდატს გრიგოლ ვაშაძესა და ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის აკეთებს. 

 

 

 

 

კომენტარები