არჩევნები 2018

გიგაური: თუ ასე გაგრძელდა, I ტურთან შედარებით მეტი დარღვევა იქნება

ტაბულა LIVE

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, ამ დროისთვის,70-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა აღრიცხეს. მათმა დამკვირვებლებმა დაწერეს 7 საჩივარი.

"პირველი ტურის დროს ჩვენმა ორგანიზაციამ სულ, დაახლოებით, 10 საჩივარი დაწერა და ჩვენ უკვე ამ დროისთვის გვაქვს 7 დაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ მეტი წილი დარღვევების იყო ტექნიკური, ტენდენცია ასე თუ გაგრძელდა პირველ ტურთან შედარებით მეტი დარღვევა დაფიქსირდება", - ამბობს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

მისივე თქმით, ამ დრომდე სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებიც გამოვლინდა.

"პირველი ტურის მსგავსად, თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეიმჩნევა საპრეზიდენტო კანდიდატების კოორდინატორების მობილიზება, რაც დაძაბულ ატმოსფეროს ქმნის. გარდა ამისა, რამდენიმე საარჩევნო უბნის გარეთ ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, რომ უბნიდან გამოსული ამომრჩევლები სხდებოდნენ უბნის გარეთ მდგომ ავტომობილებში და რამდენიმე წუთის შემდეგ უკან გადმოდიოდნენ. ოთხ შემთხვევაში, ჩვენი დამკვირვებლების მტკიცებით, ამომრჩევლებს ავტომობილში სავარაუდოდ ფული გადასცეს. აღნიშნული 4 შემთხვევა დაფიქსირდა შემდეგ უბნებთან:

  • #33 ქარელის საარჩევნო ოლქის # 1 საარჩევნო უბანი,
  • #63 აბაშის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანი,
  • #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #90 საარჩევნო უბანი,
  • #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანი" - აცხადებს TI.

დამკვირვებლების საარჩევნო უბნებზე არშეშვება

"დილიდან მასობრივად ფიქსირდებოდა საარჩევნო უბნებზე ჩვენი დამკვირვებლების არშეშვების ფაქტები. საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები უარს იმ მიზეზით ამბობდნენ, რომ დამკვირვებლის მოწმობებს მოქმედების ვადად 20 ნოემბერი ჰქონდა მითითებული. როგორც ჩანს, თავმჯდომარეები არ იყვნენ ინფორმირებული ცესკოს იმ დადგენილების შესახებ, რომლითაც დამკვირვებლის მოწმობების ვადები გახანგრძლივდა. საოლქო საარჩევნო კომისიების ჩარევის შემდეგ ჩვენი დამკვირვებლები შეუშვეს უბნებზე. ასეთი პრობლემა შემდეგ 18 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა:

  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #94 საარჩევნო უბანი,
  • #10 გლდანის საარჩევნო ოლქის  #45 საარჩევნო უბანი,
  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #43 და #37 საარჩევნო უბნები,
  • #11 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #15 და 21 საარჩევნო უბანი,
  • #8 დიდუბის საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბანი,
  • #18 ახმეტის საარჩევნო ოლქის #18 საარჩევნო უბანი,
  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #16 და #35 საარჩევნო უბნები,
  • #27 მცხეთის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანი,
  • #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #31 საარჩევნო უბანი,
  • #26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბანი,
  • #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანი,
  • #32 ადიგენის საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბანი,
  • #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #35 საარჩევნო უბანი,
  • #32 გორის საარჩევნო ოლქის #22 საარჩევნო უბანი,
  • #8 ვაკის საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბანი.

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

ამ დროისთვის 11 საარჩევნო უბანზე ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს,
რომ კენჭისყრის კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი შემოხაზულ ბიულეტენს აჩვენებდა ან კომისიის რომელიმე წევრს, ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და ან რომელიმე დამკვირვებელს. აღნიშნული დარღვევები დაფიქსირდა შემდეგ საარჩევნო უბნებზე:

  • #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #4, 15, 45 და 49 საარჩევნო უბნები
  • #40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანი
  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #83, 80 საარჩევნო უბანი
  • #41 ნინოწმინდის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანი
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #52 საარჩევნო უბანი
  • #63 აბაშის საარჩევნო ოლქის #3 და #7 საარჩევნო უბანი


მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა კენჭისყრის შენობაში

ტენდენციის სახით დაფიქსირდა ნაკადის მომწესრიგებელის მიერ მოსული ამომრჩევლის ვინაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დამკვირვებლებისთვის. ისინი ან ხმამაღლა ასახელებდნენ მოსული ამომრჩევლის სახელსა და გვარს ან კარნახობდნენ სხვადასხვა ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ასეთი შემთხვევები შემდეგ 8 უბანზე დაფიქსირდა:

  • #8 დიდუბის საარჩევნო ოლქის #20 და 24 საარჩევნო უბნები
  • #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #7, 18, 90, 98 საარჩევნო უბნები
  • #37 ახალციხის საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბანი
  • #40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქის #66 საარჩევნო უბანი

წილისყრის პროცედურის დარღვევა

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ინფორმაციით, #50 საჩხერის საარჩევნო ოლქის #52 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრების ფუნქციების გადასანაწილებელი წილისყრის ჩატარებაზე უარი თქვა. ასევე, #16 ყვარლის #4 საარჩევნო უბანზე ფუნქციების გადასანაწილებელი წილისყრის ჩატარების შემდეგ, კომისიის წევრებმა თვითნებურად გაცვალეს ფუნციები, რაზეც კომისიის თავმჯდმარეს რეაგირება არ ჰქონია, ხოლოდ #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბანში კომისიის თავმჯდომარემ წილისყრის პროცედურაში ქალ კომისიის წევრებს არ მიაღებინა მონაწილეობა იმ მიზეზით, რომ გადასატანი ყუთის წაღება ქალისთვის კომფორტული არ არის.

კომენტარები