არჩევნები 2018

საია: "ოცნების" დეპუტატი შოთა ხაბარელი #86 უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა

შოთა ხაბარელი
ტაბულა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ქართული ოცნების დეპუტატი შოთა ხაბარელი სამგორის #86 უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა.

"ხაბარელს არასამთავრობო ორგანიზაცია ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის დამკვირვებლის სტატუსი აქვს. აღნიშნული წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას. საარჩევნო კოდექსის თანახმად, დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი არ შეიძლება იყოს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი. საია მიმართავს ცესკოს, შოთა ხაბარელს გაუუქმოს დამკვირვებლის სტატუსი" - განაცხადეს ორგანიზაციაში 14:00-ზე გამართულ ბრიფინგზე.

გარდა ამისა, საიას ინფორმაციით, ზუგდიდის #84 უბანზე პოლიციელი იმყოფებოდა, თუმცა, შენიშვნის დაწერის შემდგეგ, მან უბანი დატოვა.

ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიამ ამ დროისთვის აღრიცხა საარჩევნო კომისიის წევრზე მუქარის ერთი და სავარაუდო მოსყიდვის ერთი შემთხვევა. გარდა ამისა, საია-ს ცნობით, გამოვლინდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის ნების სავარუადო კონტროლის და საიას დამკვირვებლებისათვის უფლებების შეზღუდვის ფაქტები. ამ ეტაპზე საიას დამკვირვებლებმა სულ დაწერეს 34 საჩივარი, ამათგან, 21 საჩივარი - უბანზე, 13 საჩივარი ოლქში.

კომენტარები