არჩევნები 2018

15:00 საათის აქტივობა - I ტურთან შედარებით, არჩევნებზე 277 763-ით მეტი მოქალაქე მივიდა

ტაბულა

ცესკოს ინფორმაციით, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურზე, 15:00-სთვის, ამომრჩეველთა აქტივობა 38.8%-ია. ეს 1 363 493 ამომრჩეველია.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში იმავე დროს აქტივობა 30.98% იყო - 1 085 730 ამომრჩეველი. ეს ნიშნავს, რომ წინა ტურთან შედარებით, 15:00-ზე საკუთარი არჩევანი 277 763-ით მეტმა მოქალაქემ გააკეთა.

ყველაზე მაღალი აქტივობა ამბროლაურშია - 50.1 %, ყველაზე დაბალი წალკაშ - 30.3%.

საქართველო დღეს პრეზიდენტს გამონაკლისის სახით, 6 წლის ვადით ირჩევს. ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელიც პირდაპირი ხმის მიცემის წესით ტარდება. 2024 წლიდან პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ადამიანისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

კომენტარები