არჩევნები 2018

ISFED: ვაკეში ქართული ოცნების კოორდინატორმა ამომრჩეველს ფული გადასცა

0 კომენტარი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ცნობით, #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #65 საარჩევნო უბანში დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი.

არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის ინფორმაციით, ორგანიზაციის დამკვირვებლის კითხვაზე, თუ რა გადასცა კოორდინატორმა ამომრჩეველს, მან უპასუხა, რომ მოქალაქეს ფული ასესხა.

"ასევე, აღსანიშნავია, რომ დამკვირვებლის მიმართ უბნის გარეთ მყოფი პირები იყვნენ აგრესიულები და ხელს უშლიდნენ დამკვირვებელს საქმიანობაში", - ამბობს ბენიძე.

შეგახსენეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 3 528 658-ია. აღსანიშნავია, რომ პირველ ტურთან შედარებით, სია დაახლოებით ცხრა ათასით არის გაზრდილი. ცესკოს ინფორმაციით, საუბარია იმ ამომრჩეველზე, რომლებმაც პირველად გაიარეს რეგისტრაცია არჩევნების მეორე ტურისთვის, გაააქტიურეს ან აიღეს ახალი დოკუმენტები. ასევე, აქ შედიან ამომრჩევლები, რომლებიც 28 ოქტომბრის შემდეგ გახდნენ 18 წლის ან დღეს, 28 ნოემბერს უსრულდებათ 18 წელი. 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის რეგისტრირებულია და პროცესს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 000-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი, ხოლო საარჩევნო პროცესს გააშუქებს 2300-მდე ჟურნალისტი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები