არჩევნები 2018

ამომრჩეველთა აქტივობა: II ტური - 47.31%- ეს I ტურის მთლიან აქტივობაზე მეტია

0 კომენტარი
ფოტო: ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 47.31%-ია. 

ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ხმა 1 662 453 ამომრჩეველმა მისცა. 

ეს პირველი ტურის მთლიან აქტივობაზე მეტია - პირველ ტურში არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 46.74%-მა მიიღო. 

ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაშია - 58%

ყველაზე დაბალი წალკაში - 37%

საპრეზიდენტო არჩევნების 1-ლ ტურში იმავე დროს აქტივობა 38.16% იყო - 1 337 284 ამომრჩეველი. 

დღეს საქართველო მე-5 პრეზიდენტს ირჩევს. ეს ბოლო შემთხვევაა, როცა პრეზიდენტი პირდაპირი წესით, ხალხის მიერ აირჩევა. ახალი კონსტიტუციით, რომელიც მას შემდეგ ამოქმედდება, რაც მე-5 პრეზიდენტი ფიცს დადებს, პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ადამისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები