არჩევნები 2018

Edison Research-ის ეგზიტპოლი 17:00 საათისთვის: ზურაბიშვილი - 55%, ვაშაძე - 45%

Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები 55%-ით მოიგო. 

გრიგოლ ვაშაძემ კი ხმების 45%-ის ხმა მიიღო. 

დღეს განსაკუთრებით მაღალი იყო აქტივობა. 17:00 საათზე ხმა ამომრჩეველთა 47.31%-მა მისცა, რაც პირველი ტურის მთლიან აქტივობაზე მეტია (46.74%). 

სალომე ზურაბიშვილმა 914 000 ამომრჩევლის ხმა მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ - 749 000 ხმა. სხვაობა ორ საპრეზიდენტო კანდიდატის ამომრჩეველს შორის არის 165 000 ხმა.

Edison Research-მა რესპონდენტები 115 უბანზე გამოკითხა. 

ცდომილების ფარგლები +/- 3%

დღეს საქართველო მე-5 პრეზიდენტს ირჩევს. ეს ბოლო შემთხვევაა, როცა პრეზიდენტი პირდაპირი წესით, ხალხის მიერ აირჩევა. ახალი კონსტიტუციით, რომელიც მას შემდეგ ამოქმედდება, რაც მე-5 პრეზიდენტი ფიცს დადებს, პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ადამისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

კომენტარები