არჩევნები 2018

მოქალაქეთა აქტივობა 20:00 საათისთვის - II ტური 56,23%, I ტური - 46.74% 

ცესკო

ცესკოს ინფორმაციით, მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობამ 56,23% შეადგინა. 

ეს 1 975 845 ამომრჩეველია.

ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, ამ მონაცემებში არ შედის საზღვარგარეთის უბნები. 

პირველ ტურში ამავე დროს ამომრჩეველთა აქტივობა 46.74%-იყო - 1 637 956 ამომრჩეველი. 

დღეს არჩევნებზე მისული ამომრჩეველთა რიცხვი პირველ ტურზე მისულთა რიცხვზე 337 889-ით მეტია. 

ყველაზე მაღალი აქტივობა იყო ქედაში - 72,73%

ყველაზე დაბალი აქტივობა წალკაში - 43,12%

საქართველო დღეს პრეზიდენტს გამონაკლისის სახით, 6 წლის ვადით ირჩევს. ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელიც პირდაპირი ხმის მიცემის წესით ტარდება. 2024 წლიდან პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ადამიანისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. 

კომენტარები