არჩევნები 2018

ცესკო: პირველადი წინასწარი შედეგები დაახლოებით 02:00 საათისთვის იქნება ცნობილი

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები სავარაუდოდ, ღამის 02:00 საათზე იქნება ცნობილი.

"22:00 საათისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ველოდებით პირველი ოქმების შემოსვლას. 23:00 საათიდან ასევე შემოვა ოქმების ძირითადი ნაწილი და სავარაუდოდ, პირველადი წინასწარი შედეგები ჩვენთვის ცნობილი იქნება ღამის 02:00 საათისთვის. შესაბამისად, ამ დროისთვის ვვარაუდობთ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას", - განმარტა უწყების პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2-სა" და "იმედის" ეგზიტპოლების მიხედვით, ხალხმა არჩევანი "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ გააკეთა. ორივე გამოკითხვაში განსხვავებული მაჩვენებლით, თუმცა სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს:

  • Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები 55%-ით მოიგო. გრიგოლ ვაშაძემ კი ხმების 45%-ის ხმა მიიღო. 
  • ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი 58%-ით იმარჯვებს. გრიგოლ ვაშაძეს ხმების 42% აქვს.

კომენტარები