არჩევნები 2018

I ტურთან შედარებით, არჩევნებზე 337 889-ით მეტი მოქალაქე მივიდა

facebook.com/CentralElectionCommissionOfGeorgia

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობამ 56.23% შეადგინა. ეს 1 975 845 ამომრჩეველია. ცესკოს ინფორმაციით, ამ მონაცემებში არ შედის საზღვარგარეთ გახსნილი უბნები. 

პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 46.74%-იყო - 1 637 956 ამომრჩეველი. 

დღეს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რიცხვი პირველ ტურზე მისულთა რიცხვზე 337 889-ით მეტია. 

ყველაზე მაღალი აქტივობა იყო ქედაში - 72,73%

ყველაზე დაბალი აქტივობა წალკაში - 43,12%.

ეგზიტპოლები წინასწარი შედეგებით, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.

კომენტარები