არჩევნები 2018

ბოლო მონაცემებით, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების 64%-მა ხმა გრიგოლ ვაშაძეს მისცა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საზღვარგარეთ გახსნილი 57 უბნიდან 51-ზე შედეგები დათვლილია.

ბოლო მონაცემებით საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების 64,06%-მა მხარი გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა, ხოლო 35,94%-მა სალომე ზურაბიშვილს.

ამ დროის მონაცემებით სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ გახსნილ მხოლოდ 16 უბანზე გაიმარჯვა.

საერთო ჯამში კი, ამჟამად დათვლილია ხმათა 99,7%. ხმათა 59,56% ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, ხოლო 40,44% ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები