არჩევნები 2018

"დილით პირველმა პატრიარქმა მომილოცა და მთხოვა მოვსულიყავი" - ზურაბიშვილი ილია II-ს შეხვდა

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. როგორც მან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ თქვა, პირველმა ამ დილით მას  პრეზიდენტობა ილია მეორემ მიულოცა და სთხოვა მასთან მისულიყო, რაც მისთვის იყო პირველი ნამდვილი ნიშანი, რომ ის პრეზიდენტი გახდა.

"პირველმა პატრიარქმა მომილოცა ამ დილით და მთხოვა მოვსულიყავი, სადაც დინოდიც იყო შეკრებილი და ეს იყო პირველი ნამდვილი ნიშანი იმისი, რომ გავხდი საქართველოს პრეზიდენტი. მე პირადად პირველად ვიგრძენი თავი როგორ საქართველოს პრეზიდენტი. მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რაც არის ჩემი მომავლის ხედვა ზუსტად ემთხვევა. ჩვენ გვჭირდება ამ ქვეყნის დამშვიდება, საზოგადოების დამშვიდება, ახალი პოლიტიკური ურთიერთობების დამყარება ამ ქვეყანაში, როემლიც არ იქნება დაფუძნებული  არც გადატრიალებაზე, არც ძალადობისკენ მოწოდებაზე, არამედ დამშვიდებისკენ. ეს არის ევროპული საზოგადოება, საქართველომ აირჩია ევროპა, მე საიდანაც მოვდივარ და აირჩია ევროპული მომავალი და ქართული თავისი ღირებულებებით მომავალი. ეს არის ჩემი გეგმა, მთავარი გეგმა როგორ დავამშვიდოთ ეს საზოგადოება და როგორ გადავიყვანოთ ახალ ყაიდაზე. " - თქვა ზურაბიშვილმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიამ ხმების 100% დათვალა. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა. ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს, არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩეველთა 59.52 %-მა მისცა ხმა. ოპოზიციური ერთობის ძალა ერთობაშია კანდიდატს გრიგოლ ვაშაძე კი - 40.48 %-მა. ზურაბიშვილმა 1 147 627 ხამ მიიღო, ვაშაძემ კი - 780 633

2018 წლის 28 ნოემბერს საქართველოში პირველად ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. ამასთან, ახალი კონსტიტუციით, ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩია.

28 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩევლის 56.23%-მა მიიღო. ეს თითქმის 10%-ით მეტია პირველი ტურის აქტივობაზე. მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი 337 889-ით მეტმა მოქალაქემ გააკეთა.

კომენტარები