არჩევნები 2018

კარასინი: იმედია, საქართველოში არჩევნების შედეგი ურთიერთობის ნორმალიზებას ხელს შეუწყობს

euractiv.com

მოსკოვი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა თქვა. 

"ჩვენ ველით, რომ არჩევნების შედეგები საშუალებას მოგვცემს ვიმუშაოთ სხვადასხვა სფეროებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაზე",- ამბობს კარასინი "რია ნოვოსტისთან" საუბარში. 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 100% უკვე დათვალა. ქართველი ამომრჩევლის 59.52%-მა ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი აირჩია.

კომენტარები