აშშ-რუსეთი

კრემლი: ვაშინგტონი ადასტურებს, რომ 1 დეკემბერს პუტინის და ტრამპის შეხვედრა შედგება

დმიტრი პესკოვი
Reuters

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით ოფიციალურმა ვაშინგტონმა მათ დაუდასტურა, რომ პირველ დეკემბერს არგენტინაში, ბუენოს აირესში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პირისპირ შეხვედრას გამართავენ.

"ჩვენ ველით, რომ პრეზიდენტები მოკლე საუბრით შემოიფარგლებიან, თუმცა ყველაფერი მათზეა დამოკიდებული." თქვა დმიტრი პესკოვმა.

მისივე თქმით მთავარი თემები უსაფრთხოება, ორმხრივი ურთიეთობები, განიარაღება და რეგიონული კონფლიქტები იქნება.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრის ბედი ეჭვქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ქერჩის სრუტეში რუსეთის აგრესიული ქმედებები არ მოსწონს და შესაძლოა ამის გამო მისი და პუტინის შეხვედრა გადაიდოს.

შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაიჭრა ექვსი უკრაინელი სამხედრო. ანექსირებული ყირიმის სასამართლომ 12 დაკავებულ მეზღვაურს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. ვლადიმირ პუტინმა მომხდარს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან პროვოკაცია უწოდა.

რადას გადაწყვეტილებით საგანგებო მდგომარეობა რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში გამოცხადდება. ესენია ვინიცკის, ლუგანსკის, ნიკოლაევსკის, ოდესის, სუმსკის, კარკოვის, ჩერნიგოვსკის, ხერსონსკის და აზოვი-ქერჩის აკვატორიის ოლქები.

სამხედრო-საომარი მდგომარეობა ამ რეგიონებში მომდევნო 30 დღის მანძილზე იქნება გამოცხადებული.

კომენტარები