თბილისის ქუჩები, რომლებსაც 30 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Creative commons

ხვალ, 30 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოებს" ასახელებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის, დიღმის მასივის II, III, IV კვარტლების, აკაკი ბელიაშვილის, რობაქიძის, გიორგი ტერევერკოს, ჭიაურელის, ჩაჩავას, მიქელაძის და ვანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ჩალისპირების) და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის  მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ღრმაღელეს, გვაზაურის და გუდამაყრის  ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის I მიკრორაიონის, გლდანის მასივის IIIა, III მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, II ხეივნის, შავიშვილის, ვლადიმერ წითლანაძის, გულუას და ათონელის  ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

13 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იმედაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები