ე.წ. ისლამური სახელმწიფო

სირიაში საქართველოს მოქალაქე, პანკისელი ადამ გუმაშვილი დაიღუპა

0 კომენტარი
ფოტო: კვირის პალიტრა

გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში სირიაში პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი, 44 წლის ადამ (გურამ) გუმაშვილი დაიღუპა. ის ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრი იყო.

პანკისის სათემო რადიოს ცნობით, გუმაშვილის დაღუპვის შესახებ მის ოჯახს დილით გარდაცვლილის ცოლმა სირიიდან შეატყობინა. ოჯახში სამძიმარს იღებენ.

გარდაცვლილის ნათესავებმა პანკისის სათემო რადიო WAY-ს უთხრეს, ადამ გუმაშვილი გუშინ გარდაიცვალა. ოჯახისთვის მისი სიკვდილის გარემოებები უცნობია.

არსებული ინფორმაციით, ადამ გუმაშვილი ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის ერთ-ერთი გავლენიანი პირი იყო და ახლო ურთიერთობა ჰქონდა "ისლამური სახელმწიფოს" ყოფილ ლიდერთან, თარხან ბათირაშვილთან და მისი გუნდის წევრად მიიჩნეოდა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ნოემბერში, თბილისშ, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებულებს შორის გუმაშვილიც იყო, თუმცა მისი დაღუპვის შესახებ ცნობა ოჯახმა არ დაადასტურა.

პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, ადამ გუმაშვილი პანკისიდან სირიაში 2013 წელს წავიდა და მოგვიანებით, შვილი, 18 წლის სულთან გუმაშვილიც წაიყვანა. სულთან გუმაშვილი ჯოყოლოს საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. იგი სირიაში საომარი მოქმედებების შედეგად, 2016 წლის აგვისტოში დაიღუპა.

ასევე პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, სირიაში საბრძოლო მოქმედებების დროს უკვე 31 პანკისელი დაიღუპა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები