არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში დიდი ოცეულის სამიტი იწყება. ქვეყანაში უკვე ჩავიდნენ აშშ-ს, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, კანადის, ინდოეთის, საუდის არაბეთის, ჩინეთი და იაპონიის ლიდერები.
ბუენოს აირესში მოგვიანებით ჩავა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. მისი თვითმფრინავი ტექნიკური გაუმართაობის გამო კელნში დაეშვა.
სამიტის ფარგლებში კანადა, აშშ და მექსიკა ახალ სავაჭრო შეთანხმებას მოაწერენ ხელს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კი შესაძლოა, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდეს და სტამბოლის საკონსულოში საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამოძიებაზე ისაუბროს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა ქერჩის სრუტეში რუსეთის მიერ უკრაინული ხომალდების და მეზღვაურების დატყვევების გამო გააუქმა.