starbucks

Starbucks რესტორნის კუთვნილ Wi-Fi-ზე პორნო საიტებს დაბლოკავს

მსოფლიოში ცნობილი ყავის კომპანია "Starbucks" 2019 წლიდან ამერიკში მდებარე რესტორნების საჯარო Wi-Fi-ზე პორნო საიტებს დაბლოკავს.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შინაარსის ვიდეოების ყურება ყოველთვის აკრძალული იყო, ყავის გიგანტი კომპანია ახლა აქტიურად შეზღუდავს პორნოგრაფიულ გვერდებზე წვდომას.

ვირჯინიის შტატში არსებული არაკომერციული კომანია "Enough is Enough" 2016 წლიდან მოუწოდებდა Starbucks-ს საკუთარ ყავის მაღაზიებში დაემბლოკა ყველანაირი პორნოგრაფიული კონტენტი.

სწორედ აღნიშნული კომპანიის მოთხოვნის გამო McDonald's-მა 2016 წელს შეუზღუდა მომხმარებელს, რესტორნის Wi-Fi-ის გამოყენებით, პორნო საიტებზე წვდომა.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელებში იუმორისტული გამომხმაურებებიც მალევე მოჰყვა, - "ბორკილებით დავიბათ თავი Starbucks-ში მანამ, სანამ ყველა პორნო საიტს არ დაგვიბრუნებენ!" - წერს ტვიტერის მომხმარებელი.

კომენტარები