არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა

9 წლის გოგოსთან სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის პირს 16 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა

dw.com

9 წლის გოგოსთან ძალის გამოყენებით ჩადენილი სექსუალური ქმედებისთვის პირს 16 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა.

"სასამართლოში  წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 2 მარტს, საღამოს საათებში, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედებისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ა.ე.-მ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი - 9 წლის გოგონა ძალის გამოყენებით ქ.თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში განთავსებულ ავტოფარეხებთან მიიყვანა და ძალადობით ჩაიდინა სექსუალური ხასიათის ქმედება", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა დამნაშავე იმავე დღეს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები