არჩევნები 2018

ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გახდება

ლაშა ჟვანია
epn.ge

საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გახდება.

ამის შესახებ თავად ლაშა ჟვანიამ ტელეკომპანია იმედის ეთერში განახცადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა უკვე მიიღო თანხმობა ილია II-სგან, რათა იგი დანიშნულიყო აღნიშნულ პოზიციაზე, - "არჩეულმა პრეზიდენტმა მიმართა დღეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, რომ დამნიშნოს მე ადმინისტრაციის უფროსად. წინასწარი თანხმობა პატრიარქისგან არჩეულმა პრეზიდენტმა მიიღო. ახლა შევხვდი მის უწმინდესობას, მე მომცა ლოცვა-კურთხევა, რომ დავტოვო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა და გადავიდე, დავეხმარო ახლადარჩეულ პრეზიდენტს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში", - ამბობს ლაშა ჟვანია.

კომენტარები