ძლიერი ქარი

იმერეთში ძლიერმა ქარმა წააქცია 130 ხე, 150 შენობას ახადა სახურავი, დააზიანა 5 ავტომანქანა

0 კომენტარი
ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებიდან უწყებაში 389 შეტყობინებაა შესული.

იმერეთში გამოძახებების უმრავლესობა (200) დაფიქსირდა ქუთაისიდან. ძლიერმა ქარმა წააქცია 130 ხე, დააზიანა 5 ავტომანქანა, 150 შენობას ახადა სახურავი.

სამეგრელო-ზემო სვანეთში ძლიერი ქარის შედეგად მსუბუქად დაშავდა ორი მოქალაქე, დაზიანდა 1 ავტომანქანა. ქარმა 32 შენობას გადახადა სახურავი და წააქცია 40 ხე.

გურიაში ყველაზე მეტი შეტყობინება ლანჩხუთიდან დაფიქსირდა, სადაც ძირითადად, დაზიანდა ელექტრო სადენები და წაიქცა ხეები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამივე რეგიონში მობილიზებულია 450 მეხანძრე-მაშველი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები