რაგბი

მსოფლიოს ჩემპიონი მორაგბე სამხრეთ აფრიკაში მძიმედ დაჭრეს

0 კომენტარი

მსოფლიოს ჩემპიონი მორაგბე ნაკა დროცკე სამხრეთ აფრიკაში ძარცვის დროს მძიმედ დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 47 წლის სამხრეთაფრიკელი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

თავდასხმა ხუთშაბათს საღამოს მოხდა. დროცკე ოჯახის სანახავად გაემგზავრა, რომელიც ერთ-ერთ გარეუბანში ცხოვრობს. მას ოთხი ადამიანი დაესხა თავს. დროცკეს თან ახლდა ნაკრებში ყოფილი თანაგუნდელი ოს დუ რანდტი, მაგრამ ის არ დაზარალებულა.

დროცკე 1995 წელს რაგბიში მსოფლიოს თასის მფლობელი გახდა. სამხრეთ აფრიკის პირველ გუნდში მას 26 მატჩი აქვს ჩატარებული.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ბოჭორიშვილი

კომენტარები