ზაზა სარალიძემ პარლამენტიდან ხორავას ქუჩამდე მსვლელობა გამართა

ტაბულა

ხორავას ქუჩის მკვლელობიდან 1 წელი გავიდა. ზაზა სარალიძემ მხარდამჭერებთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან და მოკლული შვილის მეგობრებთან ერთად პარლამენტიდან მკვლელობის ადგილამდე მსვლელობა გამართა. შვილმოკლულმა მამამ სანთლები დაანთო და კიდევ ერთხელ მოითხოვა თავისი შვილის მკვლელების დასჯა. 

ის ამბობს, რომ აქციებს არ შეწყვეტს მანამ, სანამ სახელმწიფო პასუხისგებაში არ მისცემს დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეებს. 

მსვლელობის მონაწილეები პირველად 51-ე სკოლის წინ შეჩერდნენ, სადაც დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი სწავლობდნენ. ზაზა სარალიძემ სკოლის ფანჯარასთან ორივე მათგანის ფოტო მოათავსა და სანთლები დაანთო. შემდეგ მსვლელობის მონაწილეები გაჩერდნენ ხორავას ქუჩაზე სანთლები დაანთეს და ყვავილები დატოვეს. 

კომენტარები