სესხების განულება

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: სესხების განულება 15 დეკემბერს დაიწყება

0 კომენტარი
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი ფოტო: www.liberali.ge

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის თანახმად შავ სიაში მყოფი მოქალაქეების მიმართ სესხების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბრამდე გაგრძელდება. ხუციშვილმა აღნიშნა, რომ სესხების განულების პროცესში მონაწილეობას ახალი ორგანიზაციებიც გეგმავენ, რომლებსაც აქამდე თანამშრომლობა არ სურდათ. 

მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სიების ფორმირებასთან მიმართებაში. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა საკუთარი თავი ბაზაში გადაამოწმოს და მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ მიმართონ ორგანიზაციებს, რომელთა ვალიც აქვთ. 

„სესხების პატიების პროექტში დამატებით 10-მდე სესხის გამცემი ორგანიზაცია ჩაერთო. ამ ეტაპზე, მათი მხრიდან ჩამოსაწერი სესხების მონაცემების მოწოდება მიმდინარეობს. აღნიშნულ კომპანიებსაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ მათ მიერ მოწოდებული სესხები შეიძინოს ქართუ ფონდმა და მოხდეს ამ სესხების ჩამოწერაც. ყველა ჩამოსაწერ სესხზე ინფორმაცია ასახული იქნება ერთიან ბაზაში, რომელიც უახლოეს პერიოდში განთავსდება სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ ვებგვერდზე." - განაცხადა ხუციშვილმა. 

ამ განცხადებამდე რამდენიმე მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეციალური ვებგვერდის შექმნა და მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერა წლის ბოლომდე გადაიდო. 

ფინანსთა მინსიტრმა 19 ნოემბერს გააკეთა განცხადება, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს მზად იქნება სპეციალური საიტი, რომლიდანაც მოქალაქეები შეძლებენ გაიგონ, ეხება თუ არა მათ სესხების ჩამოჭრა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები