ჩად ნაითი 41 წლის 3D არტისტია. ციფრული ქანდაკებების მიმართ მისმა უნიკალური მიდგომამ ინტერნეტში ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. მის ინსტაგრამის ანგარიშს 168 000 გამომწერი ყავს.
"მიზეზი, რატომაც ხელოვნებას ვქმნი ისაა, რომ ჰიპერაქტიური და ხმაურიანი გონება მაქვს. ყველაფერი ჩემს ნამუშევრებში რაღაცის სიმბოლოა. ის დაშიფრული ჟურნალივითაა, რომელიც შემიძლია საჯაროდ გავაზიარო." - ამბობს ჩადი.