რუსთავი 2-ის ინფორმაციით თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე, გამთენიისას სპეცოპერაცია ჩატარდა, სადაც 5 უკრაინის მოქალაქე დააკავეს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით დაკავებული 5 პირი ამავე ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "ალიანსში" 27 ნოემბრიდან ცხოვრობდნენ.
სასტუმროს ადმინისტრატორმა რუსთავი 2-თან დაადასტურა, რომ მათ სასტუმროში მცხოვრები 5 პირი ღამით დააკავეს.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ დაკავებულ 5 პირს შორის ბატალიონ დონბასის წევრი ლუკა ჩხეტიაც არის.
ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მათი თქმით ისინი კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.