უკრაინის მოქალაქეების დაკავება

შსს თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე, 7 უკრაინის მოქალაქის დაკავების ფაქტს ადასტურებს

რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე, 7 უკრაინის მოქალაქის დაკავების ფაქტს ადასტურებს.

როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, "თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე დაკავებულია უკრაინის 7 მოქალაქე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს".

236-ე მუხლი ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს.

მედიაში ვრცელდება ცნობა, რომ დაკავებულ 7 პირს შორის ერთ-ერთი ბატალიონ დონბასის წევრი ლუკა ჩხეტიაა. ჩხეტია ბოლო წლების განმავლობაში უკრაინის ქალაქ დონბასში იბრძოდა.

კომენტარები