#MeToo

ნილ დეგრას ტაისონს სექსუალური შევიწროებაში ადანაშაულებენ

0 კომენტარი
ნილ დეგრას ტაისონი

სახელგანთქმულ ასტროფიზიკოსს და სერიალ კოსმოსის წამყვანს, ნილ დეგრას ტაისონს, სექსუალურ შევიწროებაში სამი ქალი ადანაშაულებს. ბრალდებებთან დაკავშირებით Fox-მა და National Geographic-მა გამოძიება დაიწყო. 

ასტროფიზიკოსი ბრალდებებს გუშინ ვრცელი ფეისბუქ პოსტით გამოეხმაურა, რომელშიც შემთხვევებს დეტალურად იხსენებს და ბრალდებებს უარყოფს. 

"ნებისმიერ საკითხში მნიშვნელოვანია მტკიცებულება. მტკიცებულებას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ეს მხოლოდ ერთი ადამიანის სიტყვებია მეორე ადამიანის სიტყვების წინააღმდეგ და ამბები ერთმანეთს არ ემთხვევა? ასეთ დროს ადამიანები იწყებენ განსჯას, თუ ვინ ვისზე სანდოა. სწორედ ამ დროს, საუკეთესო გამოსავალია მიუკერძოებელი გამოძიება, რომელთანაც მე სრულად ვითანამშრომლებ." - წერს ტაისონი. 

ბრალდებების გამოძიებას ასევე აპირებს ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის ჰაიდნის პლანეტარიუმი, რომლის გენერალური დირექტორიც ტაისონია. 

ნილ დეგრას ტაისონი გამორჩეული მეცნიერია. ის ცნობილია იმ ადამიანებში, რომლებსაც მის სფეროსთან კავშირი არ აქვს. ტაისონმა სახელი გაითქვა უნარით, ახსნას რთული სამეცნიერო კონცეფციები იოლად გასაგები, პოპულარული სიტყვებით. 

1 6000 სიტყვიან პოსტში ტაისონი თითოეულ ბრალდებაზე ღიად საუბრობს, ორს აღწერს როგორც კეთილგანწყობის ჟესტს, რომელიც არასწორად იყო აღქმული, ხოლო მესამე შემთხვევაზე ამბობს, რომ არ მომხდარა.

"ასეთ ბრალდებებს რეპუტაციის და ქორწინების დაზიანება შეუძლია. ზოგჯერ შეუქცევადად. მე საკუთარ თავს ვხედავ როგორც მოსიყვარულე ქმარს და საჯარო პირს - მეცნიერს, განმანათლებელს, რომელიც საზოგადოების ნებას ემსახურება."- წერს ის. 

ბოლო ბრალდების ავტორი ტაისონის ასისტენტია სერიალ "კოსმოსში". ინტერვიუში ეშლი უოთსონი ამბობს, რომ ერთ დღეს ტაისონმა დროის გასაყვანად მასთან სახლში დაპატიჟა და ღვინის დალევა შესთავაზა. 

მისი თქმით, სახლში ტაისონმა მას უთხრა, რომ როგორც ადამიანებს, ყველას გვჭირდება "გამოთავისუფლება" და ჰკითხა, მასაც ხომ არ სჭირდებოდა რაიმე ფორმით "გამოთავისუფლება".  დამშვიდობებისას ტაისონმა მას აჩვენა, რასაც ის "მკვიდრი ამერიკელების ხელის ჩამორთმევას" უწოდებდა. ეს  გულისხმობდა ხელის ხელზე მოკიდებას, პულსის მოძებნას  და ერთმანეთის თვალებში ყურებას. წასვლამდე, უოთსონის თქმით, ტაისონმა მას უთხრა "მინდა იცოდე, რომ შენი ჩახუტება ისე ძაან მინდა, მაგრამ ვიცი რომ შემდეგ უფრო მეტი მომინდება."

მომდევნო დღეს, როცა მას ტაისონი სახლიდან სამსახურში მიჰყავდა, რაც მისი სამსახურის ნაწილი იყო, მისი თქმით, ტაისონმა უთხრა: შენ ამბობს, რომ პროდიუსერობა გინდა, მაგრამ ეს შენთვის ძალიან დიდი ბრძოლა იქნება რადგან ზედმეტად ყურადღების გამფანტველი ხარ. მომდევნო დღეს უოთსონმა უთხრა ზედამხედველს თუ რა მოხდა და სამსახური დატოვა. პროდიუსერმა ჰკითხა უოთსონს უნდოდა თუ არა მას სარჩელის შეტანა, რაზეც მან უარი განაცხადა. ამის შემდეგ პროდიუსერმა მის თანამშრომლებს უთხრა, რომ უოთსონი გადაცემას ოჯახური პრობლემების გამო ტოვებდა. 

ფეისბუქ პოსტში ტაისონი ამბობს, რომ ხელის ჩამორთმევას ხშირად იყენებს ახალი მეგობრების შეძენისას. ის ასევე ამბობს, რომ ქალბატონი უოთსონი ჩახუტებას ხშირად სთავაზობდა, რაზეც ბევრჯერ უარი უთქვამს, მაგრამ რამდენიმეჯერ უთხრა, რომ "თუ ჩაგეხუტები უფრო მეტი მომინდება."

"ჩემი მიზანი ზომიერი, მაგრამ გულწრფელი მიზიდულობის გამოხატვა იყო"- წერს ტაისონი.

ტაისონის თანახმად, იმ ღამით ქალბატონი უოთსონი მის ოფისში მივიდა და უთხრა, რომ თავი უსიამოვნო იგრძნო. ტაისონი ამბობს, რომ ბოდიში მოუხადა, რომელიც უოთსონმა მიიღო. 

სხვა ბრალმდებელი, ფიზიკის და ასტრონომიის ასოცირებული პროფესორი ქეითლინ ალერსი, წერს რომ 2009 წელს ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების შეკრებაზე ტაისონი "შეპყრობილი" იყო მის მხარზე დახატულ მზის სისტემის ტატუზე პლუტონის პოვნით. 

"ის პლუტონს ეძებდა და ტატუს კაბაში ჩაყვა, ეს არაკომფორტული და შემაძრწუნებელი იყო."- წერს ის. 

თავის პოსტში ტაისონმა აღნიშნა, რომ მაშინ პლუტონი სამი წელია პლანეტად აღარ ითვლებოდა და ამიტომ მისთვის საინტერესოა იხატავენ თუ არა პლუტონს ადამიანები თავიანთ ტატუებში. მისი თქმით, მან დღემდე არ იცოდა, რომ ქალს თავი არაკომფორტულად აგრძნობინა. "ეს ჩემი მიზანი არ ყოფილა და ვწუხვარ თუ თავი ასე ვაგრძნობინე"-წერს ის. 

მესამე ქალი, ტჩია ამეთ ელ მაათი, ტაისონს 1984 წელს მის გაუპატიურებაში ადანაშაულებს. ინტერვიუში მან თქვა, რომ ახსოვს, თუ როგორ მისცა ტაისონმა მას წყლის ჭიქა, რის შემდეგაც გონება დაკარგა და როცა გამოფხიზლდა შიშველი იწვა მის საწოლში. 

ამ შემთხვევასთან დაკავშირები ტაისონი წერს, რომ მას ახსოვს ხანმოკლე ურთიერთობა თავის ყოფილ სტუდენთან, თუმცა გაუპატიურების ბრალდებას უარყოფს. 

"გაუპატიურების ბრალდება მოდის დაშვებიდან იმის შესახებ, თუ რა მოხდა იმ ღამეს, რომელიც მას არ ახსოვს" - წერს ტაისონი. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზურა ჯაფარიძე

კომენტარები