ევრო 2020

ევრო 2020-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია

0 კომენტარი

ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა, რომელმაც უეფას წევრი 55 ქვეყნის ნაკრები 10 ჯგუფში გადაანაწილა.

ევროპის მომავალი ჩემპიონატის მასპინძელი 12 ქვეყნის ნაკრები, რა თქმა უნდა, ტურნირზე ავტომატურად დაშვებული არაა, ყველა საგზური უშუალოდ მატჩების შედეგებით გათამაშდება.

საქართველოს ნაკრები მე-4 კალათაში იყო განთესილი და შესარჩევი ეტაპის Dჯგუფში მოხვდა, მეტოქეებად კი შვეიცარია, დანია, ირლანდია და გიბრალტარი ერგო.

A ჯგუფი - ინგლისი; ჩეხეთი; ბულგარეთი; მონტენეგრო; კოსოვო; 

B ჯგუფი - პორტუგალია; უკრაინა; სერბეთი; ლიეტუვა; ლუქსემბურგი; 

C ჯგუფი - ჰოლანდია; გერმანია; ჩრდ. ირლანდია; ესტონეთი; ბელარუსი; 

D ჯგუფი - შვეიცარია; დანია; ირლანდია; საქართველო;  გიბრალტარი; 

E ჯგუფი - ხორვატია; უელსი; სლოვაკეთი; უნგრეთი; აზერბაიჯანი; 

F ჯგუფი - ესპანეთი; შვედეთი; ნორვეგია; რუმინეთი; ფარერის კუნძულები; მალტა.

G ჯგუფი - პოლონეთი; ავსტრია; ისრაელი; სლოვენია; მაკედონია; ლატვია.

H ჯგუფი - საფრანგეთი; ისლანდია; თურქეთი; ალბანეთი; მოლდოვა; ანდორა.

I ჯგუფი - ბელგია; რუსეთი; შოტლანდია; კვიპროსი; ყაზახეთი; სან მარინო.

J ჯგუფი - იტალია; ბოსნია; ფინეთი; საბერძნეთი; სომხეთი; ლიხტენშტეინი.

პირველ 5 კალათაში 10-10 ნაკრებია, მეექვსეში კი - 5, შესაბამისად, 5 ჯგუფი 6 გუნდიანია , 5 კი - 5 გუნდიანი. "ევრო 2020"-ის საგზურს ჯგუფის პირველ 2 ადგილზე გასული ნაკრებები მოიპოვებენ, რომელთაც "ერთა ლიგის" ლიგების 4 გამარჯვებული დაემატება და ევროპის ჩემპიონატის 24-ვე მონაწილე გამოვლინდება.

"ევრო 2020"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 2019 წლის 21 მარტიდან დაიწყება და 19 ნოემბერს დასრულდება, ფლეი-ოფის შეხვედრები კი 2020 წლის მარტში გაიმართება.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გუბაზ სანიკიძე

კომენტარები