არჩევნები 2018

ვაშაძე მთავრობას: შექმენით სამუშაო ჯგუფი, კრიზისიდან გამოსასვლელად ვადა 16 დეკემბრამდე გაქვთ

ტვ პირველი

ყოფილი პარლამენტის შენობასთან "გაერთიანებული ოპოზიციის" აქცია მიმდინარეობს.

გრიგოლ ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას მათ ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნაზე საარჩევნო სისტემის ცვლილებასა დავამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე ისაუბრა.

"რადგანაც ამ მოპარულმა არჩევნებმა გვაჩვენა, რომ პოლიტიკური სიტუაცია სახელმწიფოში, მოქალაქეების განწყობა მთლიანად შეიცვალა და ქართულ ოცნებას აღარ აქვს პოლიტიკური მანდატი და ნდობა სახელმწიფოს მართვისთვის, ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩვენ ვითხოვთ საარჩევნო სისტემის ძირეულ ცვლილებას და ისეთ ცვლილებას, რომელიც მთლიანად შეცვლის საარჩევნო კორუმპირებულ ადმინისტრაციას ცესკოდან დაწყებული უბნებამდე დამთავრებული. ჩვენ ვიცით, რომ ეს კომისიები უნდა დაკომპლექტდეს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების და საერთაშორისო ექსპერტების მიერ, მექანიზმი გაერთიანებულ ოპოზიციას გიორგი ვაშაძის ინიციატივითა და ლიდერობით უკვე შემუშავებული აქვს და ჩვენ ამას ყველა პოლიტიკურ პარტიასთან შევათანხმებთ. უნდა გაუქმდეს საოლქო კომისიები, რომლებიც არაფერი არ არის თუ არა გაყალბების კიდევ ერთი ინსტრუმენტი, საჯარო მოხელეებს მკაცრად უნდა აეკძალოთ კამპანიაში მონაწილეობა, განსაკუთრებით მინისტრებს და მინისტრების მოადგილეებს. ან ეს ხალხი წარმოადგენს მთლიანად ქართველ ერს, ან მაშინ არიან ერთი პარტიის წარმომადგენლები და ეს თანამდებობები აღარ უნდა ეკავოთ", - თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, "გაერთიანებული ოპოზიცია" ხელისუფლებას ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს, რათა მათ სამუშაო ჯგუფი შექმნან.

"აქედან გამომდინარე ჩვენ ხელისფულებას ვთავაზობთ შექმენით სამუშაო ჯგუფი, არ აქვს მნიშვნელობა დავუშვათ 5 ადამიანის მიერ, ჩვენც ზუსტად ამავე რაოდენობით შევქმნით ჩვენს დელეგაციას და სამოქალაქო საზოგადოების დაკვირვების ქვეშ ცივილიზებულად, ევროპულად, კონსტიტუციურად, სამართლებრივად დავსხდეთ და ერთად გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან. ვადას გაძლევთ 16 დეკემბრამდე. სწორედ ამ პასუხზე იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯები", - თქვა გრიგოლ ვაშაძემ. 

კომენტარები