გაერთიანებული ოპოზიცია

გაერთიანებული ოპოზიციის მომდევნო აქცია 16 დეკემბერს გაიმართება

ტაბულა

რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის აქცია დასრულდა. მათ ხელისუფლებას ორკვირიანი ვადა მისცეს და შემდეგი აქციის დრო 16 დეკემბერს დაასახელეს.

"დღეს კონკრეტული მოთხოვნები გავაჟღერეთ და მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის. სუსტი ადამიანები დესტაბილიზაციით აშინებენ. აი, მშვიდობა და ძალა. მივმართავთ ხელისუფლებას - წამზომი ჩართულია. 16 დეკემბრამდე აქვთ ვადა. ველოდებით მათ პასუხს. ერთხელ კიდევ ვაჩვენოთ სახელმწიფოებრივი მიდგომა და შევიკრიბოთ 16 დეკემბერს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და საარჩევნო სისტემის ძირეულ ცვლილებას ითხოვს.

კომენტარები