თბილისის ქუჩები, რომლებსაც 3 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Creative commons

ხვალ, 3 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოებს ასახელებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ღრმაღელეს, გვაზაურის და გუდამაყრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის და აკაკი ბაქრაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვანის, ზესტაფონის და თევდორე მღვდლის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, II და VIII მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის II კვარტლის (ნაწილობრივ) და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას და შევჩენკოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, ნიკოლაძის, ქიაჩელის, მელიქიშვილის, ახვლედიანის და ვაშლოვანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები