თავისუფალი უნივერსიტეტი

თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა Google-ს ლონდონის ოფისში დაიწყო მუშაობა

0 კომენტარი

თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის სკოლის (MACS) კურსდამთავრებული, თორნიკე მანძულაშვილი გუგლის ლონდონის ოფისში მუშაობს.

თავისუფალი უნივერსიტეტი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ეს მეორე შემთხვევაა, როცა მათი კურსდამთავრებული გუგლში დასაქმდა. რამდენიმე კვირის წინ ასევე MACS-ელი ლაშა ლაკირბაია გახდა გუგლის გუნდის წევრი.

თორნიკე მანძულაშვილი 2014 წელს თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდთან ერთად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, რომელიც პროგრამირებაში ჩატარდა. ასევე, მას ბაიანის საერთაშორისო ოლიმპიადის (პროგრამირება) ფინალურ ეტაპზე აქვს მიღებული მონაწილეობა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები