ჯორჯ ბუში უფროსი

მისია შესრულებულია - კომპანიონი ძაღლი ჯორჯ ბუშ უფროსს უკანასკნელ გზაზეც გააცილებს

Jim McGrath

ყვითელი ლაბრადორი, სახელად სალი, რომელიც ამერიკის 41-ე პრეზიდენტს სიკვდილამდე ემსახურებოდა, მას უკანასკნელ გზაზეც გააცილებს. 

ჯორჯ ბუში უფროსის კომპანიონი ძაღლის ფოტო მისმა სპიკერმა, ჯიმ მაკგრასმა ტვიტერზე დაპოსტა. 

ძაღლს სალი ყოფილი პილოტის, ჩელსი ბ. სალენბერგ III-ის საპატივცემულოდ ჰქვოა, რომელიც ცნობილი იმით გახდა, რომ 2009 წელს წარმატებით დასვა დაზიანებული სამგზავრო თვითმფრინავი და 155 მგზავრი და ეკიპაჟი გადაარჩინა. 

კომპანიონი ძაღლი სალი უმაღლეს დონეზეა გაწვრთნილი. ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალების შემდეგ ის სხვა ვეტერანებს დაეხმარება უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში. 

აშშ-ის რიგით 41-ე პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უფროსი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაცია მისმა შვილმა, აშშ-ის ექსპრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უმცროსმა გაავრცელა. 

ჯორჯ ბუში უფროსი 1989-1993 წლებში იყო აშშ-ს პრეზიდენტი. ის ბოლო წლების განმავლობაში ავადმყოფობდა და რამდენჯერმე საავადმყოფოშიც მოხვდა.

კომენტარები