ინფლაცია

საქსტატი: ნოემბერში წლიური ინფლაცია 1.9% იყო

benjielayug.com

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9% შეადგინა.

ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით.


ფოტო: საქსტატი
საქსტატის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.4%-იანი მატება, რაც 0.41 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5.7%), რძე, ყველი და კვერცხი (3.3%), თევზეული (2.1%), ასევე ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.8%). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-8.3%);
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ფასები გაიზარდა 1.8 %-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0.12 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მომატებულია ძირითადი ელექტრონული ან არაელექტრონული საოჯახო მოწყობილობების ქვეჯგუფზე (3.8%);
  • დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაიზარდა 2%-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.11 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (4.6%).

ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2018 წლის ნოემბრის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.


ფოტო: საქსტატი
საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.8%-იანი მატება, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.49 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (9.2%);
  • ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 5.5%-ით, რაც 0.46 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (10,1 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.7%) და საავადმყოფოების მომსახურება (2.5%);
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 4.6%-ით, რაც 0.31 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (8.5%);
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 3.6%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მომატებულია წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7.7%), ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (3.5%), ასევე საცხოვრებლის მიმდინარე მოვლისა და შეკეთების (2.2%) ქვეჯგუფებზე.


ფოტო: საქსტატი

ფოტო: საქსტატი

ფოტო: საქსტატი

კომენტარები