ახალი წელი

ნიუ ჯერსიში მასწავლებელმა პირველკლასელ ბავშვს უთხრა რომ სანტა კლაუსი არ არსებობს

0 კომენტარი
ფოტო: thisisinsider.com

ნიუ ჯერსის ერთ-ერთი სკოლა მშობლებს უბოდიშებს, მას შემდეგ რაც მასწავლებლის შემცვლელმა პირველკლასელ ბავშვს უთხრა, რომ სანტა კლაუს არ არსებობს.

სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მაიკლ რაჯმა მშობლემს უთხრა, რომ მას შემდეგ რაც ამ ფაქტის შესახებ გაიგო, მასწავლებელს მაშინვე დაელაპარაკა.

"ამ წერილს გიგზავნით იმისთვის რომ გაგარკვიოთ სიტუაციაში და თუ თქვენს შვულებთან საუბრები სახლშიც გაგრძელდება, იცოდეთ რა ნაბიჯები გადადგათ, რათა შეუნარჩუნოთ ბავშვებს სადღესასწაულო პერიოდის რწმენა", - თქვა მაიკლ რაჯმა.

მისივე თქმით, ის თავადაც მშობელია და კარგად ხვდება, რომ ბავშვებს მგრძნობიარე ნატურა აქვთ.

ლიზა სიმეკი იმ პირველკლასელის მშობელია, რომელსაც მასწავლებელმა უთხრა, რომ სანტა კლაუსი არ ასებობს.

"მასწავლებელმა უთხრა, რომ სანტა კლაუსი არ არსებობს და მშობლები ყიდულობენ საჩუქრებს, რომელებსაც მერე ნაძვის ხის ქვეშ აწყობენ. მან ასევე უთხრა ბავშვებს, რომ ირმებს ფრენა არ შეუძლიათ და თაროზე "შემომჯდარი" ელფი მხოლოდ სათამაშოა", - თქვა ლიზა სიმეკმა.

სკოლის წარმომადგენლებს მედიასთან არ უთქვამთ ვინ იყო მასწავლებელი და გააგრძელებს თუ არა ის კვლავ მათთან მუშაობას.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მიშა მშვილდაძე

კომენტარები