რამდენიმე რადიო #METOO კამპანიის ფარგლებში სიმღერას "BABY IT'S COLD OUTSIDE"-ს აღარ გაუშვებს

აშშ-ში რამდენიმე რადიო, მათ შორის Christmas FM წელს საახალწლო სიმღერას "Baby it's cold outside"- აღარ გაუშვებს, რადგან ტექსტი ქალის მიმართ "მანიპულაციურია" და "ძალადობას ახალისებს".

სიმღერაში, რომელიც 1949 წელს გამოვიდა, კაცი ცდილობს, რომ მისი სტუმარი ქალი მასთან დარჩეს სახლში და ღამე იქ გაატაროს, რათა თავიდან აიცილოს ცუდი ამინდი.

მიზეზი, რის გამოც რამდენიმე რადიოში სიმღერას აღარ გაუშვებენ, ტექსტის ერთ-ერთი ნაწილია:

"I simply must go [მე უბრალოდ უნდა წავიდე],

But baby it's cold outside [მაგრამ პატარავ გარეთ ცივა]

The answer is no [პასუხი არის არა]

But baby it's cold outside [მაგრამ პატარავ გარეთ ცივა]

Say what's in this drink? [თქვი, რა არის სასმელში?]"

კვირის დასაწყისში რამდენიმე რადიომ გააკეთა განცხადება, რომ სიმღერას აღარ გაუშვებდნენ.

Christmas FM-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, სიმღერა "განსხვავებული პერიოდიდან არის".

კლივლენდის რადიოს დამფუძნებლის თქმით, მათ მომხმარებლები წერდნენ, რომ სიმღერა შეუსაბამო იყო და ეწინააღმდეგებოდა #Metoo კამპანიას.

კომენტარები