რასიზმი პრემიერ ლიგაში

"არსენალის" ფორვარდს ტრიბუნიდან ბანანი ესროლეს, "ტოტენჰემი" რასიზმისთვის დაისჯება

0 კომენტარი

ინგლისის პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში, "არსენალსა" და "ტოტენჰემს" შორის ლონდონური დერბი (4:2) დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. დიდი ალბათობით, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია "ტოტენჰემს" ფანებს აგრესიული და რასისტული ქცევების გამო დასჯის. საქმე ისაა, რომ მატჩის მსვლელობის დროს, "არსენალის" გაბონელ ფორვარდ პიერ-ემერიკ ობამეიანგს ტრიბუნიდან ბანანი ესროლეს.

"ასეთი საქციელი ყოვლად მიუღებელია!", - აღნიშნავს ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია.

უკვე ცნობილია, რომ დამნაშავე გულშემატკივრის იდენტიფიცირება მოხერხდა და მას სტადიონზე შესვლა აეკრძალება. საერთო ჯამში, პოლიციამ მატჩის მსვლელობისას 7 გულშემატკივარი დააკავა, საიდანაც 2 "არსენალს" ქომაგობდა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თამუნა აქსანდერი

კომენტარები