თბილისის ქუჩები, რომლებსაც 4 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 4 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, ხერგიანის და დავით სარაჯიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, ჯავახეთის და ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, გორგასლის, ჩხეიძის, თელეთის და გარდაბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადიკვარის, სულიკო თორთლაძის, კალანდაძის, მელქაძის, ბერძნის, მარტვილის და რუსუდან მეფისაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები